ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კლინიკური უნარების ლაბორატორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური უნარების ლაბორატორიის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური უნარების ლაბორატორიის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მედიცინის პროგრამის პრაქტიკული და სიმულაციური სწავლების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკური უნარების ლაბორატორიის მუშაობისა და სასწავლო რესურსების ორგანიზება;
** სილაბუსების შესაბამისად მანეკენების, სიმულატორებისა და სხვა ინვენტარის მომზადება;
** ლექტორებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პრაქტიკული მეცადინეობებისა და შეფასებების დროს;
** სტუდენტების დახმარება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
** სიმულაციური აღჭურვილობის აღრიცხვა და მისი გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლი;
** მარაგების მონიტორინგი და მედიცინის დეპარტამენტისთვის ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების გამოყენების, დოკუმენტაციის წარმოებისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი.

*კლინიკური უნარების ან სიმულაციური სწავლების ორგანიზებისა და ტექნიკური მხარდაჭერის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობისა და OSCE-ის ორგანიზაციული მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქავთარაძის კამპუსი — კლინიკური უნარების ლაბორატორია
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; საჭიროების შემთხვევაში, ცვლებში ან შაბათ-კვირას მუშაობა
ანაზღაურება: 1, 500 ლარი (ხელზე ასაღები)

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "კლინიკური უნარების ლაბორატორიის მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 დეკემბერი.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე