|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Wilbour Holding
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD the Bakery, Bellhop Hotel), წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია Giggles აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას ბათუმში, Grand Mall-ში არსებულ IZIPIZI-ს სტენდზე.
მისამართი: Grand Mall Batumi, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №29
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 1 დასვენების დღე, ან 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, კომბინირებულად; გრაფიკი 10:00-16:00/16:00-22:00
სახელფასო განაკვეთი: თვიური 700 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მომხმარებლებთან
** სათვალეებისა თუ სხვა პროდუქციის მახასიათებლების ახსნა დაინტერესებულებისთვის
** მომხმარებელთა დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში
** გადახდების პროცესის მართვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის/წესრიგის შენარჩუნება
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება
** მარაგების მეთვალყურეობა და მოთხოვნების დაფიქსირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|