ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (Middle / Senior QA) პოზიციაზე — ვებ აპლიკაციებისა და Core სისტემების მიმართულებით.

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

პროკრედიტ ბანკი ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ Middle / Senior Manual QA სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ვებ აპლიკაციებისა და Core სისტემების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

ჩვენთვის ხარისხის უზრუნველყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტესტირების შესრულებით. ამ პოზიციაზე ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია სისტემის სიღრმისეული გააზრება, ფუნქციონალური და ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი, ხარისხთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება და ტესტირების პროცესში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
კანდიდატი აქტიურად ითანამშრომლებს დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, სტაბილური და მომხმარებელზე ორიენტირებული მობილური აპლიკაციების შექმნა.

მოვალეობები:

** ვებ აპლიკაციებისა და Core სისტემების ტესტირების დაგეგმვა, შესრულება და შედეგების შეფასება;
** ფუნქციური და ბიზნეს მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა, გაურკვევლობებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
** ტესტ-ქეისებისა და ტესტირების სცენარების დამოუკიდებლად მომზადება, შესრულება და განახლება;
** ფუნქციური, ინტეგრაციული და რეგრესიული ტესტირების ჩატარება;
** აღმოჩენილი დეფექტების იდენტიფიცირება, აღწერა, რეგისტრაცია და გამოსწორების გადამოწმება (Retest);
** ტესტირების შედეგებისა და შესაბამისი მტკიცებულებების დოკუმენტირება;
** ტესტირების პროცესში ძირითადი რისკებისა და შესაძლო პრობლემების გამოვლენა და გუნდთან კომუნიკაცია;
** დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან და გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა;
** ტესტირების პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

პროფესიული გამოცდილება:

** პროგრამული უზრუნველყოფის Manual Testing-ის პრაქტიკული გამოცდილება;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის (SDLC) და ტესტირების (STLC) სასიცოცხლო ციკლების კარგი ცოდნა;
** ფუნქციური, ინტეგრაციული და რეგრესიული ტესტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ტესტირების დიზაინის ტექნიკების (Test Design Techniques) პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** ტესტ-ქეისებისა და ტესტირების სცენარების დამოუკიდებლად მომზადებისა და შესრულების უნარი;
** დეფექტების სასიცოცხლო ციკლის (Defect Lifecycle) ცოდნა და Bug Tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** API Testing-ისა და SQL-ის საბაზისო ცოდნა;
** Jira-ს ან მსგავსი სამუშაო პროცესების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი ცოდნა და გამოცდილება:

** REST API Testing-ის პრაქტიკული გამოცდილება და Postman-ის გამოყენების უნარი;
** SQL მოთხოვნების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება მონაცემების გადამოწმებისთვის;
** Jira-სა და QMetry-ს ან სხვა Test Management ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ISTQB Foundation Level სერტიფიკატი;
** საბანკო ან ფინანსური სისტემების ტესტირების გამოცდილება;
** AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება ტესტირების პროცესში.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემების პროაქტიულად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ცოდნის გაზიარების სურვილი;
** პროფესიული განვითარების და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მუდმივი სურვილი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით

"Middle / Senior QA" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ცოდნისა და შერჩევის შედეგების საფუძველზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25/12/2026.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე