ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გრადუს გრუპ მაუდი
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 დეკემბერი
შპს "გრადუს გრუპ მაუდი" (212809996) დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიმდინარე პროექტია "Maudi Residence — ქუთაისის პირველი პრემიუმ დახურული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, უსაფრთხო გარემოთი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით. ინფრასტრუქტურით. კომპანიაში დანერგილია ხარისხის, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული სისტემა (ISO 9001, 14001, 45001).

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 1-ლი ჩიხი, N 15.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-19:00; (შესვენება -1 სთ)
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების შედგენა, კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
** პროექტების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (ROI, IRR, NPV და სხვა მაჩვენებლების ანალიზი);
** შემოსავლების, ხარჯების, ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და პროგნოზირება;
** ფაქტობრივი შედეგების შედარება დაგეგმილ ბიუჯეტთან (Budget vs Actual Analysis);
** გადახრების მიზეზების გამოვლენა და ანალიზი;
** სამშენებლო ხარჯების, კონტრაქტორების, მომწოდებლებისა და მომსახურების ხარჯების კონტროლი;
** პროექტების ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** მენეჯმენტისთვის პერიოდული ფინანსური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** ფინანსური KPI-ების შემუშავება და მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** საბუღალტრო მონაცემების გადამოწმება და ანალიზი;
** დეველოპერული პროექტების ფინანსური ციკლის გაგება;
** მიწის შეძენის, მშენებლობის, გაყიდვების და დაფინანსების პროცესების ფინანსური ანალიზი;
** პროექტის მომგებიანობისა და რისკების შეფასება;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
** ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
** რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** KPI-ების განსაზღვრა და მონიტორინგი.

განათლება, სამუშაო გამოცდილება:

** ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის ან მათემატიკის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი.
** პროფესიული სერტიფიკატები (CFA, ACCA, და სხვა) დამატებითი უპირატესობაა.
** ფინანსურ ანალიზში, ბიუჯეტირებაში, ფინანსურ დაგეგმვასა და ანგარიშგებაში 2+ წლიანი გამოცდილება.
** სასურველია უძრავი ქონების, სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება.
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (Pivot Tables, Power Query, ფინანსური მოდელირება).
** ფინანსური მოდელების შექმნა (DCF, NPV, IRR, Sensitivity Analysis).
** ბიუჯეტირების, Cash Flow Forecasting-ისა და ფინანსური პროგნოზირების გამოცდილება.
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის (Cost Estimation) პრინციპების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე vacancy@maudigroup.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური ანალიტიკოსი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 დეკემბერი, 2026 წ.

შერჩევის ეტაპები

** რეზიუმეების განხილვა;
** I ეტაპი: გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** II ეტაპი: პროფესიული გასაუბრება კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს "გრადუს გრუპ მაუდი") შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე