ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Café Eight
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"Café Eight 8" წარმოადგენს სოლოლაკში მდებარე კვების ობიექტს, რომლის კონცეფცია აერთიანებს საუზმის კულტურას, მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასა და ღვინის საღამოს ფორმატს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა №8
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.
ანაზღაურება: საათობრივი, დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე

1) პოზიცია: მზარეული

ფუნქცია-მოვალეობები:

** საუზმის მენიუში წარმოდგენილი კერძების მომზადება;
** ინგრედიენტების წინასწარი დამუშავება და მომზადება
** გამოყენებული პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
** პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების კონტროლი;
** საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სურსათის უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში მენიუს განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საუზმის მენიუზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კერძების მომზადების ძირითადი ტექნოლოგიების ცოდნა;
** სამზარეულოს პროფესიონალურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ძირითადი სტანდარტების ცოდნა;
** შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად

2) პოზიცია: ბარისტა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავისა და ყავაზე დაფუძნებული სასმელების მომზადება;
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება დადგენილი რეცეპტის შესაბამისად;
** ყავის მარცვლების დაფქვის პარამეტრებისა და ექსტრაქციის ხარისხის კონტროლი;
** სასმელების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისთვის სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
** ყავის აპარატისა და სამუშაო ინვენტარის ყოველდღიური გაწმენდა და მოვლა;
** ბარის სამუშაო სივრცის მომზადება სამუშაო დღის დაწყებამდე;
** ყავის, რძის, სიროფებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ყავის სახეობებისა და მომზადების ძირითადი მეთოდების ცოდნა;
** პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

3) პოზიცია: მიმტანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება.
** სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების გაწევა.
** შეკვეთების ზუსტად მიღება და სალარო სისტემაში შეყვანა.
** შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის სამზარეულოსა და ბარისთვის დროულად გადაცემა, მათ შორის სტუმრის მიერ მითითებული ალერგიებისა და განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ.
** კერძებისა და სასმელების დროულად მიტანა მომსახურების სტანდარტების დაცვით.
** სტუმრებისთვის ანგარიშის წარდგენა და გადახდის მიღება.
** მაგიდების მომზადება მომსახურების დაწყებამდე და მოწესრიგება სტუმრების გასვლის შემდეგ.
** დარბაზისა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** სტუმრების შენიშვნებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
** მომსახურების ძირითადი სტანდარტების ცოდნა.
** სალარო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

4) პოზიცია: ჭურჭლის მრეცხავი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოყენებული ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და დამხმარე ხელსაწყოების რეცხვა;
** ჭურჭლისა და ინვენტარის შესაბამისი წესით გაშრობა და დეზინფექცია;
** სუფთა ჭურჭლის დახარისხება და განკუთვნილ ადგილებზე განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დასუფთავებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 593 72 99 27.

გთხოვთ, წერილის სათაურში ან შეტყობინებაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Café Eight 8-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატთა შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს რეზიუმეს მიღებიდან 1 წლის ვადით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვოთ მათი წაშლა კომპანიისთვის წერილობით მიმართვის გზით, ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე