ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
"პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალი" ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიო მასშტაბით, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გზით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ვებგვერდი: http://pli.ge

სამუშაო აღწერა:

** საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ორგანიზება და მართვა;
** პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება;
** ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
** გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში აუცილებელია.

აუცილებელი უნარები:

** ლოჯისტიკური პროცესების მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30;
** სამუშაო ფორმატი: შტატში, ადგილზე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132
** ანაზღაურება: ფიქსირებული, განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: career@pli.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ლოჯისტიკის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე