Робота для біженців з України
იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემუშავება და განახლება ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით;
** ნეაპოლიტანური პიცის ცომის რეცეპტურისა და მომზადების პროცესის ჩამოყალიბება — მოზელა, ფერმენტაცია, შენახვა და ცხობა;
** კერძების რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათების, გრამაჟებისა და მომზადების სტანდარტების შემუშავება;
** კერძების თვითღირებულების დათვლა და ფასების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** პროდუქტების შერჩევა, ხარისხის შეფასება და მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობა;
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა;
** სამზარეულოს გუნდის შერჩევაში მონაწილეობა, თანამშრომლების სწავლება და მოვალეობების განაწილება;
** სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის დაგეგმვა და მართვა, კერძების მომზადებაში უშუალო მონაწილეობა;
** კერძების გემოს, ვიზუალის, პორციებისა და მომზადების დროის კონტროლი;
** მარაგების, შენახვის პირობებისა და პროდუქტის დანაკარგების კონტროლი;
** სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** იტალიურ სამზარეულოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ნეაპოლიტანური ტიპის პიცის ცომთან მუშაობისა და ცხობის ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა;
** პასტის, სოუსებისა და იტალიური სამზარეულოს სხვა ძირითადი კერძების მომზადების ცოდნა;
** შეფ-მზარეულის ან სამზარეულოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენის, თვითღირებულებისა და მარაგების მართვის ცოდნა;
** გუნდის მართვისა და თანამშრომლების სწავლების უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: თვეში 4000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ლისის მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "იტალიური სამზარეულოს შეფ-მზარეული". სასურველია, რეზიუმეს დაურთოთ თქვენ მიერ შექმნილი მენიუს ან მომზადებული კერძების მაგალითები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე