Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ლიდერ პაკი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"ლიდერ პაკი" არის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, სანდო პარტნიორობაზე და პროფესიულ განვითარებაზე. ვეძებთ მოტივირებულ და სტაბილურ თანამშრომელს, რომელიც მზად არის გახდეს მზარდი გუნდის ნაწილი.

საიტი: http://www.leaderpack.ge

ვაკანსია: მძღოლ-დისტრიბუტორი

სამუშაო განაკვეთი:

10:00-19:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი;
09:00-13:00 საათი, შაბათი (აუცილებლობის შემთხვევაში)

მთავარი პასუხისმგებლობები:

** მანქანის დატვირთვა და დაცლა შესაბამისი პროდუქციით
** პროდუქციის დროული დისტრიბუცია კლიენტებთან განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის დაცვა
** კლიენტებთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაცია
** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** 1-წლიანი მართვის გამოცდილება
** მექანიკა, ბე კატეგორია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა

ბენეფიტები:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა
** მეგობრული სამუშაო გარემო

g.vashklevich@leaderpack.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე