Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

შენი როლი იქნება:

** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
** საწოლის თეთრეულის შეცვლა და მოწესრიგება;
** აბაზანისა და სანიტარული კვანძების წმენდა და დეზინფექცია;
** პირსახოცების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა საჭირო მარაგების შევსება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi :city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: 5/2, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე