|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Espresso Cup
|
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
ქ. რუსთავში მდებარე კაფე-რესტორანი "Espresso cup"-ი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები
** სამუშაო გრაფიკი: დღის და საღამოს სმენები (ცვლები)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კონტროლი.
** მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და დაცვა.
** პერსონალის (ბარისტები, მიმტანები) შერჩევაში, გადამზადებასა და მათ მუშაობის კოორდინაციაში მონაწილეობა.
** მარაგების, ხარჯებისა და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვაში ჩართულობა.
** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი და სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** კომპანიის შიდა წესებისა და დისციპლინის მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მუშაობის გამოცდილება კაფე-რესტორნის მენეჯერის ან მსგავს სამართავ პოზიციაზე (მინიმუმ 1-2 წელი).
** გუნდის მართვის, ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და დროის სწორი განაწილების უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია.
** ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე 574103011, ან გამოაგზავნეთ CV მეილზე: Tsamniashvili06@gmail.com
|
|
|
|