Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"გლობალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, სამართლებრივი რისკების მართვასა და კომპანიის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ საკითხებში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება;
** კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა;
** კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა;
** პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;
** სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;
** აუცილებელია სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;
** სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
** მოლაპარაკებებისა და რთული კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა და სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო საათები: ორშ-პარასკევი 10:00 - 18:00
მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.

დაინტერესების შემთხვევაში გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://glob.selfrecruit.ge/s/c9lLv

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე