Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ITConnect
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
ITConnect აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

** shop.itconnect.ge-ზე განთავსებული პროდუქციის აქტიური გაყიდვა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** ახალი B2B მომხმარებლების მოძიება და კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
** არსებული მომხმარებლების ბაზის რეგულარული დამუშავება, განვითარება და ურთიერთობის შენარჩუნება;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება;
** კომპანიებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა და შემდგომი Follow-up კომუნიკაციის წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან შეკვეთის წარმატებით დასრულებამდე;
** ცივი და თბილი ლიდების დამუშავება, კვალიფიცირება და გაყიდვების პროცესში გადაყვანა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიზნობრივი ელ. ფოსტის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირება პროდუქტების, ინტერესებისა და მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით;
** ახალი პროდუქტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან;
** Cross-sell და Upsell შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით;
** მოთხოვნილი პროდუქტის მიუწვდომლობის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება;
** ონლაინ მაღაზიიდან, სატელეფონო ზარებიდან და ელ. ფოსტიდან შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების დროული დამუშავება;
** პროდუქციის ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების დაზუსტება მომხმარებლისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კოორდინაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და შეკვეთების დეტალების დასაზუსტებლად;
** მომხმარებლების, ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების CRM-ში ან შესაბამის სისტემაში აღრიცხვა და განახლება;
** გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმისა (Sales Target) და განსაზღვრული KPI-ების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში, სასურველია B2B მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება;
** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და IT სფეროს მიმართ ინტერესისა და საბაზისო ცოდნის არსებობა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** ცივი და თბილი ლიდების ეფექტურად დამუშავების გამოცდილება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და Follow-up კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე