|
დასახელება:
ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "სმოტორსი" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით;
** პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
** უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** დამწყებთათვის 2-თვიან ანაზღაურებად სწავლებას;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|