Робота для біженців з України
ექთან-ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთან-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას 24 საათიანი ექთან-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება (ბინაზე გამოძახებით);
** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** ცვლაში (ყოველ მე-4 დღეს 24საათიანი მორიგეობა)
** სამუშაო საათები: 08:30-08:30
** მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, რამაზის ქუჩა N28.

ბენეფიტი: სამუშაო დღის დაწყებისას (დილით) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: hrvistamedi@gmail.com. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : "24 საათიანი ექთან-ფლებოტომისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე