Робота для біженців з України
სტაჟიორი გარემოს დაცვის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი გარემოს დაცვის მიმართულებით
მომწოდებელი: გერგილი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია "გერგილი" აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს სტაჟიორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების, ასევე სხვა ტექნიკური გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების გადამოწმება/ანალიზი და პროექტებთან შესაბამისობის დადგენაში გუნდის მხარდაჭერა;
** საველე გასვლებში და საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა, პროექტისთვის საჭირო საბაზისო მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ჩანაწერების/ფოტომასალის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ, პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების მოძიება-დამუშავებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართულებით, სპეციალიზაცია ან ბოლო კურსის სტუდენტი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ჰიდროლოგია ან ატმოსფერული ჰაერის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება და აკადემიური წერის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2 დონე);

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს მრავალმხრივი და პრაქტიკული გამოცდილება გარემოსდაცვითი კონსალტინგის სფეროში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irakli.ramishvili@gergili.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე