|
დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Lemons Development
|
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"Lemons Development" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის (Customer Support) პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ
კომპანია "Lemons" 2011 წლიდან ქმნის თანამედროვე ბიზნესეკოსისტემას საქართველოში და აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით მოქმედ კომპანიებს, მათ შორის დეველოპერულ ბიზნესებს: https://www.facebook.com/share/1NK8FkseYD/?mibextid=wwXIfr
პოზიციის შესახებ:
ძირითადი მიმართულება არის კომპანიის ციფრულ საკომუნიკაციო არხებში მომხმარებელთა მხარდაჭერა და კომუნიკაციის მართვა.
თანამშრომელი იმუშავებს კომპანიის Facebook, LinkedIn და WhatsApp Business არხებში, უპასუხებს მომხმარებელთა შეკითხვებს, მიაწვდის მათ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის უძრავი ქონების პროექტების შესახებ, დაამუშავებს შემოსულ ლიდებს და ხელს შეუწყობს დაინტერესებული მომხმარებლების გაყიდვების პროცესში გადაყვანას.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** კომპიუტერული პროგრამებისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
** სრული სამუშაო განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა.
სასურველია:
** მომხმარებელთა მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უძრავი ქონების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული დამოკიდებულება;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
** სწრაფი რეაგირებისა და ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი;
** რამდენიმე საკომუნიკაციო არხის პარალელურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** Facebook, LinkedIn და WhatsApp Business არხებში მომხმარებელთა შეტყობინებების მართვა;
** Messenger-ისა და სოციალური ქსელების კომენტარებში მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული და პროფესიონალური პასუხების გაცემა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის უძრავი ქონების პროექტების, ბინების, ფასებისა და პირობების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური მომხმარებლების საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება;
** შემოსული ლიდების პირველადი დამუშავება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება;
** მიღებული ლიდების CRM სისტემაში დროული და სწორი ასახვა;
** დაინტერესებული მომხმარებლების შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება და გაყიდვების პროცესში გადაყვანის ხელშეწყობა;
** მომხმარებელთან შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის ისტორიისა და შესაბამისი ინფორმაციის CRM სისტემაში სრულყოფილად ასახვა;
** გაყიდვების გუნდის საერთო მიზნებისა და შედეგების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 117ა
სამუშაო გრაფიკი: 5/2
დასვენების დღეები: კვირა და კვირის ერთი ცვლადი დღე (შეთანხმებით)
სამუშაო დრო: 10:00-19:00
შესვენება: 1 საათი
ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
როგორ შემოგვიერთდეთ
თუ გსურთ გახდეთ "Lemons"-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე:
hr@lemons.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (Customer Support)"
პერსონალური მონაცემების დაცვა
"Lemons" კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატს უფლება აქვს:
** მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ;
** მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
აღნიშნული მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ: hr@lemons.ge. CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კანონმდებლობის შესაბამისად.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა
"Lemons" იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს პრინციპებს.
ყველა კანდიდატი შეფასდება მხოლოდ პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციებისა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საფუძველზე.
კომპანია არ უშვებს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და უზრუნველყოფს სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ შერჩევის პროცესს.
დამატებითი ინფორმაცია: (+995 32) 245 01 01
|
|
|
|