|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პლანეტარიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
"პლანეტარიუმი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. 82
** დასაქმების ტიპი: სრული
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა პარტნიორი ობიექტების ქსელის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად;
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** მარკეტინგული და სხვადასხვა პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ზარების, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ;
** გაცნობითი ზარებისა და შეხვედრების ორგანიზება;
** დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცესის მართვა მათი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
** აქტივობების, ლიდებისა და შესაძლებლობების აღრიცხვა სისტემაში;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგება გაწეული სამუშაოს შესახებ;
** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესის, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების, ან მსგავს სფეროში სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** ტექნოლოგიური / ბიზნეს სისტემების მიმართულებით განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფად ათვისების უნარი; ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge.
მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი 2026 წელი.
|
|
|
|