|
დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
თრექინგს.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
მზარდი ლოგისტიკური კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტს.
პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, ვისაც სურს ყოველდღიურად ჩაერთოს ტრანსპორტირების, მიწოდებისა და კოორდინაციის პროცესებში და პროფესიულად განვითარდეს ლოგისტიკის სფეროში.
პირობები:
** ანაზღაურება: 1 500-2 000 ლარი;
** პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურების რეალური პერსპექტივა;
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
სამუშაო ადგილი: ორხევი
ძირითადი მოვალეობები:
** ლოგისტიკის მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
** გადაზიდვებისა და მარშრუტების კოორდინაციაში მონაწილეობა;
** მძღოლებთან, პარტნიორებთან და შიდა გუნდებთან კომუნიკაცია;
** მიწოდების სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის განახლება;
** ლოგისტიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება;
** შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული ესკალაცია;
** სხვა მიმდინარე საოპერაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ლოგისტიკის ან საოპერაციო სფეროში გამოცდილება სასურველია;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი;
** Excel-ისა და MS Office-ის კარგი ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@trackings.ge
თემის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|