Робота для біженців з України
ცვლის უფროსი დაცვაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი დაცვაში
მომწოდებელი: მთაწმინდის პარკი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"მთაწმინდის პარკი" აცხადებს ვაკანსიას დაცვაში, ცვლის უფროსის პოზიციაზე.

მოთხოვნები ცვლის უფროსის პოზიციისათვის: სამუშაო გამოცდილება, მინიმუმ 3 -წელი, სასურველია ძალოვან სტრუქტურებში.

პროფესიული და პირადული უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი,
** ქართულად გამართულად საუბარი და წერა,
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა საშუალო დონეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის თანამშრომელთა მართვის უნარი,
** თანამშრომელთა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისა და მისი ხარისხის კონტროლი,
** თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომების გამოვლენა-შესაბამისი რეაგირებები.

სამუშაო დრო: ძირითადად (იშვიათი გამონაკლისების გარდა) დილის 10-საათიდან მეორე დღის 10 საათამდე, ოთხ დღეში ერთხელ. ღონისძიებების გამო შესაძლებელია სამუშაო დროის გახანგრძლივება შესაბამისი დამატებითი ანაზღაურებით.
ხელფასი: 900 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: HumanResources@park.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 ოქტომბერი.
გთხოვთ, სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე