|
დასახელება:
წარმოების და მარაგების ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ფაიბერსელ ტექნოლოჯი
|
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და მარაგების ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქციები:
** სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაში;
** სასაქონლო მარაგების ნაშთების და შიდა გადაადგილების კონტროლი;
** საწყობის დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა დოკუმენტები);
** წარმოების პროცესის მონიტორინგი და პროდუქციის თვითღირებულების სწორი კალკულაცია;
** დამზადებული პროდუქციის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
** მენეჯმენტისთვის მარაგებისა და წარმოების სტატუსის პერიოდული ანგარიშგებები;
** საწყობების პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა (ყოველკვირეული და თვის ბოლოს);
** ინვენტარიზაციის შედეგების შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში
** დოკუმენტაციის დაარქივირება;
** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის და საგადასახადო შემოწმების დროს;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის;
** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა.
რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bliadze@hotmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბერს, გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|