|
დასახელება:
ემერჯენსის განყოფილების ექიმი
|
| მომწოდებელი:
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ემერჯენსის განყოფილების ექიმის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გადაუდებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების შეფასება და მართვა;
** პაციენტის მდგომარეობის სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა;
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მოქმედი პროტოკოლების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ორგანიზება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: info@bih.ge და subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|