|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
არქ-კონი
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი.
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები და სპეციფიკა:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაოს სპეციფიკა: მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება;
** დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება;
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება;
** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
** შესყიდვების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და სიების სიზუსტის კონტროლი ტრანსპორტირებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სავალდებულო);
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: m.berishvili@arch-con.ge-ზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
|
|
|
|