|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ფლორა
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კაფე "ფლორა", რომელიც მდებარეობს "მზიური გარდენსის" ულამაზეს კომპლექსში, ეძებს ენერგიულ და მეგობრულ მიმტანს თავის გუნდში!
თუ გიყვართ მომსახურების სფერო, სასიამოვნო გარემო და ადამიანებთან ურთიერთობა, ეს შემოთავაზება თქვენთვისაა.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების თბილი დახვედრა, მენიუს შეთავაზება და შეკვეთების მიღება;
** კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მიტანა მაგიდებთან;
** მაგიდებისა და სამუშაო ზონის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს ულამაზეს ლოკაციაზე;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მიმტანი".
|
|
|
|