Робота для біженців з України
იმპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Logistic Group - GLG
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
Georgian Logistic Group (GLG) 2013 წლიდან აწვდის საერთაშორისო გადაზიდვისა და საბროკერო სერვისებს არამარტო ქართულ ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

GLG აქვს 3 ოფისი საქართველოში და კარგად განვითარებული პარტნიორული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის გუნდი არის მეგობრული, შეკრული და ორიენტირებული ზრდასა და პროფესიონალიზმის გაღრმავებაზე.

ვეძებთ იმპორტის მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერს:

ძირითადი მოვალეობები:

** საკონტეინერო გადაზიდვების (FCL) სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, ძირითადად იმპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით;
** საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის მიმდინარე სტატუსების მიწოდება;
** საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტაციის კონტროლი;
** პროცესში წამოჭრილი პრობლემური სიტუაციების ოპერატიულად და დამოუკიდებლად მოგვარება.

მოთხოვნები:

** სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (ძირითადად საკონტეინერო მიმართულებით);
** საზღვაო ხაზების მუშაობის პრინციპებისა და პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, etc...)

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე info@glg.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე