Робота для біженців з України
უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ეტერნა
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
"Eterna Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სასურველია სოციალურ მედიასა და ციფრულ მარკეტინგში
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის გამოცდილება
** Meta Ads Manager-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
** კარგი საკომუნიკაციო და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
** გაყიდვებსა და მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

სამუშაო აღწერილობა:

** მარკეტინგული კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით
** სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და განვითარება მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით
** სოციალური მედიისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა
** Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა
** შოურუმში მომხმარებლების მომსახურება და მათი საჭიროებების, ინტერესებისა და ქცევის დაკვირვება
** მომხმარებელთა უკუკავშირისა და შოურუმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული იდეებისა და ინიციატივების შემუშავება და მარკეტინგის მენეჯერისთვის შეთავაზება
** მომხმარებელთა ინტერესებისა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და შესაბამისი მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერა
** ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში

პირობები:

** სამუშაო საათები: 12:00 - 19:00, დასვენება — კვირაში სამი დღე
** უპირატესობები: კომპანია ახლად დაფუძნებულია და კომპანიის განვითარებასთან ერთად, ახალ და უფრო მაღალი პოზიციის ვაკანსიებზე შევსება პრიორიტეტულად მოხდება არსებული თანამშრომლებისგან. ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარების ნაწილი შეგიძლიათ გახდეთ თავიდანვე.
** ლოკაცია: თბილისი, საბურთალოს რაიონი. ალ ყაზბეგის გამზ. (სითი მოლთან).
** ანაზღაურება: 800 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები 627 ლარი. პირველი სამი 3 ფიქსირებული, შემდეგ ზრდადი (ბონუსირებით).

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/QKlB68
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე