Робота для біженців з України
იმპორტის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: BSMG
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციფიკის შესწავლა;
** შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება;
** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროფორმების მიღება/შემოწმება;
** ლოჯისტიკის პროცესების მართვა — პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
** მომწოდებლებისთვის გადარიცხვების მომზადება და კონტროლი;
** შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება;
** შესყიდვების (იმპორტის) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hrideavacancy@gmail.com. გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე