Робота для біженців з України
ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: მეღვინე
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
ღვინის მაღაზია-ბარი "მეღვინე • Meghvine" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ღვინო და მომხმარებელთან ურთიერთობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ღვინისა და სხვა პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
** ღვინისა და მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის პრეზენტაცია და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან და გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა და აქტიურობა;
** ღვინის სფეროს ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: თვეში 16 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 14:00 - 23:00
** ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი თვეში
** ბონუსი: ნავაჭრის 10%
** დამატებითი შემოსავალი: თიფსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: 8000history@gmail.com

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება დამატებითი გასაუბრებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე