|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, პუნქტუალურ და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორ კლინიკებთან ყოველდღიურ ლოჯისტიკურ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
** პარტნიორი კლინიკების მონახულება განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** კლინიკების საჭირო სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა;
** ნიმუშის ასაღებად საჭირო კრიო სინჯარებისა და სხვა შესაბამისი მასალების მიწოდება;
** კლინიკებიდან ბიოლოგიური ნიმუშების წამოღება თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
** ნიმუშებისა და დოკუმენტაციის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება ოფისში;
** მიღებული ნიმუშების დახარისხება შესაბამისი წესის მიხედვით;
** ნიმუშების მომზადება და გადაცემა ცენტრალურ ლაბორატორიაში გასაგზავნად;
** საჭიროების შემთხვევაში ოფისთან დაკავშირებული სხვა საკურიერო დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი
** ორშაბათი-პარასკევი: 11:00-18:00
** შაბათი: მორიგეობით — თვეში საშუალოდ 2 შაბათი.
კომპანიაში მუშაობს ორი კურიერი და შაბათის მორიგეობა მათ შორის ნაწილდება.
ტრანსპორტი
განვიხილავთ ორივე ვარიანტს:
** კანდიდატი საკუთარი სკუტერით;
** კანდიდატი, რომელიც იმუშავებს კომპანიის ავტომობილით.
საკუთარი სკუტერის შემთხვევაში პირობები და ტრანსპორტთან დაკავშირებული ხარჯები შეთანხმდება ინდივიდუალურად.
მოთხოვნები
** მართვის მოწმობა;
** ქალაქში გადაადგილებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სიფრთხილე დოკუმენტებთან და გადასატან მასალებთან მუშაობისას;
** კომუნიკაბელურობა და პარტნიორ კლინიკებთან კორექტული ურთიერთობის უნარი;
** ავტომობილის/სკუტერის უსაფრთხოდ მართვის გამოცდილება.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.
ჩვენ გთავაზობთ
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს — 11:00-დან 18:00 საათამდე;
** კვირაში 5 სამუშაო დღეს და შაბათის მორიგეობას თვეში საშუალოდ 2-ჯერ;
** კომპანიის ავტომობილით მუშაობის შესაძლებლობას;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის მიერ არჩეული სამუშაო ფორმატის შესაბამისად (საკუთარი სკუტერი / კომპანიის ავტომობილი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია ან CV: ltd.miksta@gmail.com და მიუთითოთ, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ — საკუთარი სკუტერით მუშაობა თუ კომპანიის ავტომობილით.
|
|
|
|