|
დასახელება:
ატელიეს მკერავი
|
| მომწოდებელი:
HAMO Concept
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
"HAMO Concept" ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე.
სამუშაო მიმართულებები:
** კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა
** ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთან მუშაობა
** საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა
** მორგება და საჭირო კორექტირებები
** ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება
** დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა
** დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება.
საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე.
შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო.
CV და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hamoconcept@gmail.com
|
|
|
|