|
დასახელება:
ავეჯის ამწყობი
|
| მომწოდებელი:
ოლპრინტჯი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - უმაღლესი ხარისხით. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს.
გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ წევრს ავეჯის ამწყობის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით:
ძირითადი მოვალეობები:
** ავეჯის აწყობა და მონტაჟი ნახაზის მიხედვით.
** ადგილზე გაზომვები და დეტალების მორგება.
** საჭიროებისამებრ, ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობა.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი).
** ნახაზების კითხვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** საკუთარი ინსტრუმენტების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
** სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას).
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 598130 126 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr.allprint@gmail.com
კანდიდატების განხილვის ბოლო ვადაა 2026 წლის 21 სექტემბერი.
|
|
|
|