|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
|
სამშენებლო კომპანია "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: cs.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და შედეგების პერიოდული ანალიზი;
** ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების მომზადება;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი შედეგების შედარება და გადახრების ანალიზი;
** სამშენებლო პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
** პროექტების ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
** საოპერაციო ხარჯებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
** წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი;
** ფინანსური მოდელებისა და პროგნოზების მომზადება;
** ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი;
** ფინანსური შედეგებისა და ანალიზის მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
** ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის, ფინანსური კონტროლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფინანსური ფუნქციების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება)
** ფინანსური ანგარიშგებებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ცოდნა;
** ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა;
** ფინანსური მოდელირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი სიზუსტე და ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: jobs@cs.ge. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".
ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|