Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქალაქი ბოლნისი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge, და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილი (ქალაქი ან რაიონი), სადაც გსურთ დასაქმება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე