Робота для біженців з України
მოლარე-ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ბარისტა
მომწოდებელი: ბაზა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"ბაზა ჯგუფი" - კვების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც აერთიანებს კაფეტერიებს, საწარმოო და ქეითერინგის მიმართულებებს - აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 1/2
** სამუშაო საათები: 09:00-22:00
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 65 ლარი დღიურად

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** მზა საკვების აწონვა, პორციებად გაცემა და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** მომხმარებლის შეკვეთის სწორად მიღება და დროული შესრულება;
** სალარო აპარატთან და POS-ტერმინალთან მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სწორად განხორციელება;
** სალაროს გახსნა-დახურვა და ნაშთის კონტროლი;
** ყავის, ჩაისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის სწორად განთავსება, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
** ბარის, სალაროსა და პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** სამუშაო სივრცის, ყავის აპარატისა და ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის მოთხოვნების დაცვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

** კომუნიკაბელურობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** სისუფთავესა და მოწესრიგებულობას;
** გუნდური მუშაობის უნარს;
** პუნქტუალურობასა და ყურადღებას დეტალების მიმართ;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 029 233
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე