Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: Study Hub Educational Center
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იმუშავებს როგორც ონლაინ, ისე სასწავლო ცენტრის ფილიალებში.

სამუშაო მიმართულებები:

** სკოლის მოსწავლეების მომზადება;
** აბიტურიენტების მომზადება;
** ინდივიდუალურ მოსწავლეებთან და სასწავლო ჯგუფებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია;
** მათემატიკის სწავლების შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ჯგუფებთან და ინდივიდუალურ მოსწავლეებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
** რთული საკითხების მარტივად, გასაგებად და სტრუქტურირებულად გადმოცემის უნარი;
** მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული სწავლების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** სასწავლო პროცესის ხარისხსა და მოსწავლეების პროგრესზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას როგორც ონლაინ, ისე სასწავლო ცენტრის ფილიალებში;
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას საათობრივი ან ფიქსირებული შეთანხმების საფუძველზე.

თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი და გსურთ, თქვენი ცოდნა მოსწავლეების წარმატებას მოახმაროთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: studyhub.educenter@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე