შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 1500 ლარი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
ზოგადი მოვალეობები:
** განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
** საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
** შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
** მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მთავარი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
** სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე: info@flexsecure.ge გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|