Робота для біженців з України
გაყიდვების და წევრის გამოცდილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და წევრის გამოცდილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ობსიდია
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"OBSIDIA" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების და წევრის გამოცდილების სპეციალისტი

ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს.

ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა;
** არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა;
** ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა;
** კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა;
** OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** დამატებითი სერვისების — გაყიდვა;
** მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია;
** გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა;
** მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება;
** წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება;
** გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება;
** OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული, სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება;
** რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ;
** მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც:

** არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას;
** შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება;
** თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება;
** ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე;
** ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას;
** ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.

თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე