Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთისგან შეკვეთის მიღება;
** შეკვეთის მონაცემების ბაზაში შეყვანა;
** შეკვეთის შესაბამის მთარგმნელთან გადაგზავნა;
** კურიერთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
** მომზადებული დოკუმენტის დამკვეთისთვის ჩაბარება;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების დასკანერება და ქსეროქსის გადაღება;
** დამკვეთებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** შეკვეთის პროცესის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულოა
** კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე ენა — ინგლისური და რუსული.

რომელიმე ერთი ენის არცოდნის შემთხვევაში კანდიდატი ვაკანსიისთვის არ განიხილება.

ორივე ენის ცოდნა უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ კანდიდატს შეეძლოს:

** დამკვეთთან თავისუფალი და მარტივი კომუნიკაცია;
** კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა;
** იურიდიული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტერმინების გაგება;
** აღნიშნული ტერმინების დამკვეთისთვის მარტივად და გასაგებად ახსნა;
** დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდება.

უნარ-ჩვევები:

** ხელის სისწრაფე და სწრაფად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამკვეთთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი.

ანაზღაურება: 1-თვიანი სტაჟირება — ანაზღაურებადი, 500 ლარი.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ:

** მე-2 და მე-3 თვე: 750 ლარი;
** მე-4 და მე-5 თვე: 800 ლარი;
** მე-6 თვიდან: 1000 ლარი + ბონუსი.

სამუშაო გრაფიკი:

** 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
** შაბათ-კვირა — დასვენების დღეები.

მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა №27

საკონტაქტო ინფორმაცია:

555 805 000
chaklov100@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე