სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N3
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების და ფუნთუშეულის მომზადება-ცხობა, გაფორმება
** გაწერილი რეცეპტურის დაცვით პროდუქციის მომზადება
** ყველა შეკვეთის დამზადება სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით
** ხარისხის, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა
** მარაგების ეფექტურად გამოყენება
** პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებების კონტროლი
** საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის მუდმივი კონტროლი
** საკვების დახარისხების და შენახვის უზრუნველყოფა
** შინაგანაწესის გაცნობა და დაცვა სამუშაო პროცესში
** ყველა სისტემისა და პროცედურის დაცვა, რომელიც დადგენილია კომპანიის მიერ.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე 1 წელი
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა
** სანიტარული ნორმების დაცვის ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, აკურატულად მუშაობის უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
შერჩევის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონდიტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
გისურვებთ წარმატებას!
|