Робота для біженців з України
ლუდის წარმოების ტექნოლოგი - სოფელი მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლუდის წარმოების ტექნოლოგი
მომწოდებელი: ქართველი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ლუდის წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია მევენახეობა-მეღვინეობის ან აგრონომიის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლუდის ტექნოლოგის ან ლუდის ტექნოლოგის დამხმარეს პოზიციაზე;
** ინგლისური/რუსული ენების კარგ დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** ლუდის ხარშვის და დუღილის საწარმოო პროცესის კონტროლი;
** ლუდის ქიმიური შემადგენლობის შედგენა, შეცვლა და კონტროლი;
** ლუდის ფერმენტაციის პროცესის კონტროლი;
** ლუდის შეფუთვის პროცესში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რჩევების გაზიარება, გადაწყვეტილების მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
მისამართი: სოფელი მარტყოფი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით.

ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე:
https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7
https://lnkd.in/dAYEFpg8

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge. საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.09.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე