Робота для біженців з України
გენერალური დირექტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ გენერალური დირექტორის თანაშემწეს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** გენერალური დირექტორის დავალებით, შეხვედრების, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ამოცანებთან და პროცესებთან დაკავშირებით;
** შეხვედრებზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმების წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დოკუმენტების მომზადება;
** მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება;
** გენერალური დირექტორის მივლინებების ორგანიზება;
** პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით;
** პრეზენტაციების მომზადება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით,
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა,
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-ს ტესტირებას, თარგმანს ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე