Робота для біженців з України
გაყიდვების ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ლიდი
მომწოდებელი: Rebels Digital Agency
გამოქვეყნდა: 17 აგვისტო / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
სააგენტო "Rebels"-ი ეძებს შედეგზე ორიენტირებულ, ენერგიულ და გამოცდილ გაყიდვების ლიდს, რომელიც სრულად ითავებს გაყიდვების პროცესის მართვას და გახდება ჩვენი გუნდის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
** სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური

ძირითადი მოვალეობები

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - პოტენციური კლიენტების (ლიდების) მოძიებიდან გარიგების საბოლოო დახურვამდე.
** B2B კომუნიკაცია, პრეზენტაციების მომზადება და სააგენტოს სერვისების ეფექტურად წარდგენა.
** მოპოვებული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
** გაყიდვების არხების განვითარება, პროცესის ოპტიმიზაცია და შედეგების ანალიზი.

მოთხოვნები და უნარები:

** B2B გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სააგენტოში).
** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დაჯერების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროცესების სწორად დაგეგმვის/მართვის უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა და გამოწვევებთან გამკლავების სურვილი.

რას გთავაზობთ?

** მზარდ, დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
** მოქნილ პირობებსა და შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე/სამოტივაციო სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV / LinkedIn პროფილი მისამართზე: career@rebelsagency.international
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე