შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის
პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1500
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00
შაბათი: 09:00 - 14:00
ლოკაცია თბილისი: წერეთლის ქუჩა, ვარკეთილის მეურნეობა, დიღმის მასივი, საბურთალო, ზედა სამგორი, კუკია (სვანეთის უბანი).
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე:
human.resource.m.a.m@gmail.com
|