"Fakir Georgia" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: East Point
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე / 1 დასვენების დღე
ცვლები:
** 10:00 - 16:00
** 16:00 - 22:00
** ან 2/2-ზე
შემოუერთდით "Fakir Georgia"-ს გუნდს!
"Fakir" მსოფლიოში აღიარებული გერმანული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს.
თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გსურს კარიერული განვითარება მენეჯმენტის მიმართულებით, გიწვევთ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალაროსა და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციისა და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** სტენდის სისუფთავისა და პროდუქციის მოწესრიგებული განლაგების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან მიმდინარე უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას - 900 ლარიდან;
** ბონუსების სისტემას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდის გარემოში მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** მუდმივ ტრენინგებსა და მხარდაჭერას.
CV გამოგვიგზავნეთ: hr@mateks.ge
მნიშვნელოვანია: რეზიუმე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათით.
ელფოსტის წერილის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ: FAKIR - მენეჯერის ასისტენტი (East Point). თუ ელფოსტის სათაურში ვაკანსიის დასახელება არ იქნება მითითებული, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონტაქტო ნომერი: 577 18 14 96
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის მიზნებისთვის.
|