|
დასახელება:
IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ანგარიშგებების დეპარტამენტი
განყოფილება: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS) ანგარიშგების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შიდა/გარე ანგარიშგებების წარმოება IFRS მიხედვით;
** სხვადასხვა ანალიტიკური და განმარტებითი ცხრილის წარმოება IFRS მოთხოვნების მიხედვით;
** IFRS მიხედვით შიდა პოლიტიკების/მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური გარე აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტორთან ურთიერთობის კოორდინაცია;
** ანგარიშგებების ავტომატიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
** VBA, SQL, Python, R, Power BI-ს ცოდნა;
** ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკის და სტატისტიკის ცოდნა;
** ACCA/CFA პროგრამების კანდიდატი;
** სამუშაო გამოცდილება ბანკში ან სხვა საფინანსო ორგანიზაციაში შესაბამისი განხრით.
უნარები და თვისებები:
სავალდებულო
** ანალიტიკური აზროვნება;
** მუშაობა არსებული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/K2Vq
|
|
|
|