Робота для біженців з України
ლიდების გენერაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიდების გენერაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: F1 - კომპიუტერული სერვისი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლიდების გენერაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას.

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** IT სერვისებით პოტენციურად დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის მოძიება/იდენტიფიცირება;
** სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის წარმოება, პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისების შესახებ;
** LinkedIn-ისა და სხვა ციფრული არხების ეფექტურად გამოყენება ახალი კონტაქტების დასამყარებლად;
** მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და CRM სისტემაში აღრიცხვა/განახლება;
** მიმდინარე სამუშაოებისა და კომუნიკაციების ორგანიზებულად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ლიდების გენერაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (თუმცა აუცილებელი არ არის);
** თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების (LinkedIn, CRM და ა.შ.) კარგად გამოყენებისა და ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
** IT სფეროს ღრმა ტექნიკური ცოდნა საჭირო არ არის.

პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** თავისუფალი, ბუნებრივი და ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის, საკუთარი სამუშაო დღის ორგანიზებისა და პრიორიტეტების სწორად დასმის უნარი;
** ინიციატივიანობა, გონებამახვილობა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: სტაბილური ფიქსირებული ხელფასი + დამატებით შედეგზე დაფუძნებული ბონუსი;
** პროფესიული ზრდა: ტექნოლოგიურ და ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა;
** თანამედროვე, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე: guga@f1.com.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

** რეზიუმე (CV);
** მოკლე ტექსტი (2-3 წინადადება), სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის.
** სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ლიდების გენერაციის სპეციალისტი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე