Робота для біженців з України
საქმისწარმოებისა და რეესტრის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოებისა და რეესტრის სტაჟიორი
მომწოდებელი: Skillwill Swiss College
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"სქილვილის კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სტაჟიორის პოზიციაზე.

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საქმისწარმოების, დოკუმენტაციის მართვისა და პროფესიული განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, შემოგვიერთდი სქილვილის გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და არქივირება;
** დოკუმენტაციის გაგზავნისა და შესაბამისი პირებისთვის მიწოდების პროცესში დახმარება;
** სტუდენტთა/მსმენელთა პირადი საქმეებისა და ხელშეკრულებების მოწესრიგებაში მონაწილეობა;
** სტუდენტებისთვის საჭირო ცნობებისა და დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემაში დახმარება;
** დიპლომებისა და სერტიფიკატების აღრიცხვისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** EMIS-ში მონაცემების დამუშავებასა და განახლებაში დახმარება;
** აპლიკანტებისა და სტუდენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სწავლისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00;
** სტაჟირების ფორმატი: ანაზღაურებადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2026 წელი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მითითებულ ვადაში გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: career@skillwill.edu.ge

გთხოვთ, ელფოსტის Subject/სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "საქმისწარმოებისა და რეესტრის სტაჟიორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე