Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი - პროგრესი" გუნდში იწვევს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსურ ანალიტიკოსს. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვას, ხელს შეუწყობს სკოლის ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვას და გახდება ჩვენი ორმხრივ პარტნიორობაზე ორიენტირებული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პროექტების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი, პროექტების ხარჯთაღრიცხვებისა და მოგება-ზარალის ანგარიშების მომზადება.
** ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პროცესში ჩართულობა.
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვის პროექტის შემუშავება.
** საბუღალტრო ანგარიშების ყოველთვიური კონტროლი და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების შედგენა.
** დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი.
პრიორიტეტად ჩაითვლება (სასურველი მოთხოვნები)
** CFA-ს I დონის სერტიფიკატი.
** ACCA-ს პირველი 3 მოდულის (F1, F2, F3) წარმატებით ჩაბარება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
** გუნდს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ მხარდაჭერასა და საერთო სტანდარტების გაზიარებას.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hrtbilisi@schoolprogress.ge

კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 2026 წლის 30 აგვისტო.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე