"DR Studio" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის საქმიანობაში მისი გახსნის ეტაპიდან და მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ბიზნესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და განვითარება;
** მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** კომპანიის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების კონტროლი;
** ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიება;
** მფლობელებისთვის რეგულარული ანგარიშგების წარდგენა;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერულ ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვებისა და ბიზნეს პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდეთ კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი დაარსების ეტაპიდან;
** კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბონუსურ სისტემას შედეგების მიხედვით;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: drstudio.ge@gmail.com
|