შპს "ბუმ გრუპი" წარმოადგენს არაალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანიას.
ორგანიზაცია საკუთარი გუნდისთვის ეძებს HR მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** კულტურის სტრატეგიის შემუშავება - ორგანიზაციული ღირებულებების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა და მათი მორგება კომპანიის ბიზნეს მიზნებთან;
** შიდა კომუნიკაციის მართვა - გამჭვირვალე და ღია კომუნიკაციის არხების/სისტემების შექმნა, რათა ყველანაირი ინფორმაცია, სიახლეები, ცვლილებები ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი;
** რეკრუტინგი - ვაკანსიების მართვა, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ჩატარება;
** ონბორდინგი - ახალი თანამშრომლების მიღება და ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
** HR ადმინისტრირება - თანამშრომლების პირადი საქმეების/დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების წარმოება შრომის კოდექსის დაცვით;
** სამუშაო დროის აღრიცხვა (ტაბელი), შვებულებებისა და დაზღვევის მართვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის მხარდაჭერა, თანამშრომლების მიღწევების, ინიციატივებისა და იმ ქცევების წახალისება, რომლებიც ასახავს კომპანიის ღირებულებებს;
** თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების გაზომვა: რეგულარული გამოკითხვების ჩატარება, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება; თანამშრომლის ორგანიზაციიდან წასვლის პროცესის მართვა;
** ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა - ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსისა და სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება;
** შიდა კორპორატიული კულტურა - გუნდური აქტივობებისა და თიმბილდინგების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში ან რომელიმე მომიჯნავე დისციპლინაში;
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის სრულყოფილი ცოდნა; კვების ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის, ემპათიისა და პრობლემების მოგვარების უნარი.
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას - 3000 (სამი ათასი) ლარი, ხელზე ასაღები.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ნომერს სასაუბრო/SMS/ინტერნეტ პაკეტით;
** ა/მ-თვის საწვავს;
** სამუშაო დღეებში უფასო კვებას.
** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00 - 18:00;
** სამუშაო ლოკაცია: თენგიზ ჩანტლაძის 1-ლი შესახვევი, #14, ორხევი, თბილისი;
ვაკანსიის დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ 20 აგვისტომდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: office@boomgroup.ge და წერილი დაასათაუროთ - "HR მენეჯერის ვაკანსია".
გისურვებთ წარმატებას!
|