|
დასახელება:
ცომის მზარეული
|
| მომწოდებელი:
რესტორანი პროზა
|
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ქუთაისში მდებარე რესტორანი "პროზა" აცხადებს ცომის მზარეულის პოზიციაზე ვაკანსიას.
ძირითადი მოთხოვნები:
** ხაჭაპურის, პიცისა და პასტის ცომის მომზადება სტანდარტების შესაბამისად;
** რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საწყობიდან საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა;
** კომპანიაში დადგენილი HACCP-ის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ცომის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვის მონიტორინგი;
** საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება, ცომის პორციულად დაყოფა და შესაბამისი ნორმების მიხედვით შენახვა;
** საცხობის დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფა;
** შეფ-მზარეულის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მზარეულის ან მცხობლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, CV მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hotelproza@gmail.com
|
|
|
|